ჰოროსკოპი

მაიას გაანგარიშებით 2012 წლის ამ დროს უნდა მოხდეს სამყაროს განახლება, რაც შეცვლის ისტორიულ მსვლელობას.

წითელი დრაკონი („იმიშ“- ი)

ამ ნიშანს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც დაბადებულნი არიან 15.01, 4.02, 24.02, 16.03, 21.03, 10.04, 30.04, 20.05, 9.06, 29.06, 19.07, 8.08, 28.08, 17.09, 7.10, 27.10, 16.11, 6.12 და26.12. რიცხვებში.

ამ ნიშნის სტიქია - წყალია. აღნიშნულ დღეებში დაბადებული ადამიანები ბუნებით ემოციურები და ნაკლებად თავშეკავებულები არიან, ახასიათებთ გატაცება, გააჩნიათ მდიდარი ფანტაზია.

ლურჯი ღამე („აკბალ“ - ი)

ამ ნიშანს მიეკუთვნებიან: 17იანვარს, 6 და 26 თებერვალს, 18 და 23 მარტს, 12 აპრილს, 2 და 22 მაისს, 11 ივნისს, 1 და 21 ივლისს, 10 და 30 აგვისტოს, 19 სექტემბერს, 9 და 29 ოქტომბერს, 18 ნოემბერს, 8 და 28 დეკემბერს დაბადებულები.

ამ ნიშნის სიმბოლო - მიწისქვეშეთია, ღამე და სიზმრების სივრცეა. ამ ნიშნის წარმომადგენლები ცხადი და არაცხადი სამყაროების, ფიზიკური და სულიერის წონასწორობისკენ მიისწრაფიან, მაგრამ ამის მიღწევა მათ ურთულდება. ხშირად ისინი ზედმეტად კონსერვატიულები და ლოგიკურები,მატერიალისტები ხდებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სასწორის საწინააღმდეგო მხარე გადაწონის, ეხსნებათ ინტუიცია და მრავალი სახის ნიჭი.


წითელი გველი („ჩიკჩან“ - ი)

19 იანვარს, 8 და 28 თებერვალს, 20 და 25 მარტს, 14 აპრილს, 4, 24 მაისს, 13 ივნისს, 3, 23 ივლისს, 12 აგვისტოს, 1 და 21 სექტემბერს, 11, 31 ოქტომბერსя, 20 ნოემბერს, 10 და 30 დეკემბერს დაბადებულნი.

ნიშნის სიმბოლოა: ცის-იკანკლედი, მფარველი ღმერთი – „კუკულკან“-ია, რომელიც კარგ ჯანმრთელობასა და მაგიის უნარს აძლევს. ისე, რომ არც ამჩნევენ ეს ადამიანები აღწევენ სხვა ადამიანებზე გავლენის მოხდენას.



ლურჯი ხელი („მანიკ“)

1 და 21იანვარს, 10 თებერვალს, 2 და 27 მარტს, 16 აპრილს, 6, 26 მაისს, 15 ივნისს, 5, 25 ივლისს, 14 აგვისტოს, 3 და 23 სექტემბერს, 13 ოქტომბერს, 2 და 22 ნოემბერს, 12 დეკემბერს დაბადებულები.

ამ ნიშნის მნიშვნელობა – ხელია, მფარველი – „ტოხილ“-ია (ღმერთი - ირემი). ამ ნიშნის მატარებელს აძლევს ბევრ ენერგიას, არტისტულ ნიჭსა და მკურნალის თვისებებს. დიდი ტემპერამენტის მიუხედავად ისინი მარტოხელა ადამიანები არიან.


ყვითელი ვარსკვლავი („ლამატ“-ი)

2 და 22 იანვარს, 11 თებერვალს, 3 და 28 მარტს, 17 აპრილს, 7, 27 მაისს, 16 ივნისს, 6, 26 ივლისს, 15 აგვისტოს, 4 და 24 სექტემბერს, 14 ოქტომბერს, 3 და 23 ნოემბერს, 13 დეკემბერს დაბადებულები.

ნიშნის სხვა სახელწოდებაა - „ცის ლამპიონი“. ტოტემური ცხოველებია - ფრინველი და ბოცვერი. ამ თარიღებში დაბადებული ადამიანები ჭკვიანი, საზრიანი და მოხერხებულები არიან. ახლობლების ისინი სიმშვიდეს ასხივებენ, კომფორტის შეგრძნებას უქმნიან. მათ სიახლოვეში ყოველთვის სიმყუდროვეს იგრძნობ.



ყვითელი მზე („ახაუ“)

14 იანვარს, 3 და 23 თებერვალს,15 მარტს, 9 და 29 აპრილს, 19 მაისს, 8 და 28 ივნისს, 18 ივლისს, 7 და 27 აგვისტოს, 16 სექტემბერს, 6 და 26 ოქტომბერს, 15 ნოემბერს, 5 და 25 დეკემბერს დაბადებულები.

ამ ნიშანს სხვა სახელსაც არქმევენ - მზე, ძალა-უფლება, ყვავილი. „მზიან ყვავილს“ შეუძლია სხვა ნიშნებთან შედარებით „იოლი არსებობის“ იმედი იქონიოს. ეს ყველაზე უფრო იღბლიანი ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგი ფეხ ქვეშ ხშირად ეცლება. სიბნელიდან ის ყოველთვის სინათლისკენ გამოვა, მოძებნის გამოსავალს, შეიძენს ღმერთების მხარდაჭერასა და დახმარებას.