მაია – მესოამერიკული ცივილიზაცია, ცნობილი ამ ცივილიზაციათა შორის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი დამწერლობით, ასევე ხელოვნებით, არქიტექტურით, საოცრად დიდი მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნით.მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია არსებობდა პრეკლასიკურ პერიოდში, განვითარების პიკს მიაღწია კლასიკურ პერიოდში (დაახ. ჩვ. წ. 250-900 წწ.) და განაგრძობდა არსებობას პოსტკლასიკურ პერიოდში, ესპანელთა მიერ იუკატანის ნ/კ-ს დაპყრობამდე. განვითარების აპოგეაში მაია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ კულტურის მქონე, მჭიდროდ დასახლებულ საზოგადოებას.
მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ამ ხალხის წინაპრებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის. ჰონდურასისა და გვატემალას ტერიტორიაზე ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. ცივილიზაცია, რომელიც თამამად დაუდგება გვერდით ძველბერძნულ, ჩინურ, ბაბილონისა თუ რომის ცივილიზაციებს, თუმცა ამ ხალხს თავიანთი ძველი დიდების ნაშთიც კი არასდროს უნახავს…მას მაიას უწოდებენ
.
მეცნიერებს დღემდე ვერ უპოვიათ პასუხი კითხვაზე, საიდან და როდის მოვიდა ეს ხალხი. ერთადერთი, რისი თქმაც ხმამაღლა შეიძლება, ის არის, რომ მაიას ცივილიზაციამ არსებობა სულ მცირე 2000 წლისწინ დაიწყო და ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში არნახულ წარმატებას მიაღწია.
No comments:
Post a Comment